კატეგორიები

ანთენები- მიმდინარე კატეგორიაში შედის 3 დაავადება: გინგივიტი, პულპიტი, ტონზილიტი. 
გინგივიტი-  ღრძილის ანთება, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორების არახელსაყრელი ზემოქმედებით და მიმდინარეობს კბილ-ღრძილოვანი ნაპრალის დარღვევის გარეშე.


პულპიტი-  კბილის რბილობის — პულპის ანთება, უმეტესად იწვევს ინფექცია, რომელიც აღწევს პულპამდე კბილის კარიესის პროგრესული განვითარებისას, შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ (მაგ: გვირგვინის გადატეხვამ პულპასთან ახლოს), ქიმიურმა გამღიზიანებელმა (მჟავები, ფორმალინი) და სხვა. პულპიტი უფრო ხშირად მწვავედ მიმდინარეობს. პულპიტის ძირითადი ნიშანია კბილის შეტევითი ხასიათის ძლიერი ტკივილი, რომელიც ვრცელდება სამწვერა ნერვის ტოტების გაყოლებით. თუ არ ჩატარდა დროული მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს პერიოდონტიტი.


ტონზილიტისასის ნუშურების ანთება. შეიძლება იყოს მწვავე (ანგინა) და ქრონიკული. ქრონიკული ტონზილიტი ჩვეულებრივ ვითარდება ანგინის ან სხვა ისეთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერიია) გადატანის შემდეგ, რომელსაც დაერთვის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება განვითარდეს თავისთავადაც. დიდი მნიშვნელობა აქვს მიკრობულ (სტრეპტოკოკიადენოვირუსიალერგიას. ქრონიკულ ტონზილიტს ახასიეთებს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, სასის ნუშურების სისქეში ჩირქგროვების გაჩენა, შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდა. განარჩევენ ტონზილიტის უბრალო ფორმას, რომლის დროსაც აღინიშნება მხოლოდ ადგილობრივი სიმპტომებ (ყელის ტკივილი და სხვ.), და ტოქსიკურ-ალერგიულ ფორმას, როდესაც ტკივილს დაერთვის ზოგადი მოვლენებიც (კისრის ლიმფადენიტი, ტემპერატურის მომატება, ცვლილებები გულის მხრივ და სხვ.). ქრონიკული ტონზილიტი ხელს უწყობს რევმატიზმისნეფრიტისთირეოტოქსიკოზის გაჩენას ან გამწვავებას.



გენეტიკური დაავადებები- ამ კატეგორიაში შედის 9 დაავადება : ალცჰაიმერის დაავადება, დალტონიზმი, დაუნის სინდრომი, ვილიამის სინდრომი, მყიფე X სინდრომი, ტეა-საქსის დინრომი, უილსონის დაავადება, ფენილკეტონურია, ჰემოფილია .

ალცჰაიმერის დაავადება -  პირველადი დეგენერატიული დემენცია, წარმოადგენს დაავადებათა კრებულს და დემენციით დაავადებულთა 60-70%-ში გვხვდება. სად - ტვინის ტემპორალური და პარიეტალური ნაწილები. დაავადება იწყება 65 წლის ასაკიდან, თუმცა შეიძლება უფრო ადრეულ ასაკშიც განვითარდეს (გენეტიკური ალცჰეიმერი).
სიმპტომები - მეხსიერების პრობლემები, ადამიანს უჭირს ტელევიზორის ყურება იმიტომ რომ არ აქვს მთლიანობის შეგრძნება, უჭირს სიტყვების მოძებნა - ენაზე მადგას ფენომენი, დროის ცუდი აღქმა, სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება, დაავადებული შფოთავს, არის ცუდ ხასითზე და ძალიან ადვილად ბრაზდება. მკურნალობა- დღესდღეობით მკურნალობა არ არსებობს, შეიძლება წამლების მიღება სიმპტომების შემსუბუქების მიზნით.


დალტონიზმი- (ფერების გარჩევის ანომალია) სქესთან შეჭიდული რეცესიული ნიშანია. დალტონიკი ვერ არჩევს ერთმანეთისგან წითელსა და მწვანე ფერს. ზოგიერთს კი არ შეუძლია ყვითელი ფერი ლურჯისგან განასხვაოს.


დაუნის სინდრომი -  ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: ტრისომიატრანსლოკაცია და მოზაიციზმი


ვილიამსის სინდრომი- გენეტიკური დაავადება , რომელსაც თან ახლავს დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები, ფსიქიკური განვითარების შეფერხება, სწავლის უნარის დაქვეითება და ყურადღების დეფიციტი.


მყიფე X სინდრომი-  გენეტიკური დაავადება, ქრომოსომული სინდრომი, რომლის დროსაც X ქრომოსომა შეიცავს დეფექტურ გენს. მყიფე X სინდრომი მამაკაცებში უფრო მკვეთრად ვლინდება, ვიდრე ქალებში. ქალებთან კომპენსაციას ნორმალური სტრუქტურის მქონე X ქრომოსომა ახდენს. სინდრომი პირველად 1943 წელს აღწერეს მარტინმა და ბელმა, ამიტომ მას მარტინ-ბელის სინდრომსაც უწოდებენ.

უილსონის დაავადება, ასევე ცნობილი როგორც ჰეპატოლენტიკულარული დისტროფია — აუტოსომურ-რეცესიული გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ზედმეტი სპილენძის დაგროვება ადამიანის ორგანიზმში; ეს აისახება ნევროლოგიურ ან ფსიქიატრიულ სიმპტომებსა და ღვიძლის დაზიანებაში. იკურნება მედიკამენტით, რომელიც ამცირებს სპილენძის შეწოვას ან საერთოდ აშორებს მას ორგანიზმისგან. მიუხედავად ამისა, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა.
 კაიზერ-ფლეშერის რკალი (ყავისფერი რკალი ფერადი გარსის კიდეებში), დამახასიათებელია უილსონის დაავადების მქონე ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ნევროლოგიური სიმპტომები აღენიშნება.

ფენილკეტონურია — ამინომჟავა ფენილალანინის ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა, რომელსაც თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომი. დაავადება პირველად წარმოშობით ნორვეგიელმა ექიმმა,ფენინგმა აღწერა 1934 წელს. მისი გადაცემა ხდება აუტოსომურ-რეცესიული გზით.

ჰემოფილია - გენეტიკური დაავადება, რომელიც გადაეცემა რეცესიული გენით და სქესთან არის შეჭიდული. ხასიათდება სისხლდენისადმი მიდრეკილებით



ენდოკრინული დაავადებები
დიაბეტი( უშაქრო დიაბეტი და შაქრიანი დიაბეტი)
უშაქრო დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვაზოპრესინის – ორგანიზმის წყალმარილოვანი ცვლის მარეგულირებელი ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის – გამომუშავების შემცირება ან თირკმელზე მისი პერიფერიული ზემოქმედების დათრგუნვა. შარდსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ვაზოპრესინს ანტიდიურეზულ ჰორმონს უწოდებენ.

შაქრიანი დიაბეტი (ლათ. diabetes mellitus) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში




ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

 ასევე ცნობილია, როგორც დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი და ფლაიან-ბაზედოვ-გრეივსის დაავადება. არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს და იწვევს ჰიპერთირეოიდიზმსა და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას. ნიშნები და სიმპტომები მოიცავს : გაღიზიანებადობას, კუნთების სისუსტეს , ძილის პრობლემებს , გულისცემის აჩქარებას, სითბოსადმი ტოლერანტობის დარღვევას, დიარეს და წონის კლებას. სხვა სიმპტომები  მოიცავს კანის გასქელებას წვივებზე, ცნობილს, როგორც პრეტიბიალური მიქსედემა და თვალის გადმოკარკვლას , ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც გრეივსის ოფთალმოპათია. დაახლოებით 25%- იდან 80%მდე ადამიანს უვითარდება გრეივსის დაავადების დროს თვალის პრობლემები


თვალის დაავადებები
ბლეფარიტი — ქუთუთოს კიდეების ანთება

კატარაქტა — თვალის ბროლის შემღვრევა. დაავადება იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებასმის სრულ დაკარგვამდე (რჩება მხოლოდ სინათლის შეგრძნება).

კონიუნქტივიტი— თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. დაავადება ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში

ჰემერალოპიაქათმის სიბრმავე (ბერძნული: νύκτ- „ნიქტ“- ღამე; ἀλαός- „ალოს“- ბრმა, და ὄψ- „ოპს“- თვალი),[1] — მხედველობის დარღვევა, დაბინდებისას და ღამის სინათლეზე ხედვის უნარის შესუსტება ან სრული დაკარგვა. ღამის სიბრმავე შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ეს უკანასკნელი ძირითადად გამოწვეულია ტრავმით ან A ვიტამინის ნაკლებობით),რაც თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც არაადეკვატური კვებით ასევე ღვიძლის ზოგიერთი დაავადებით
1.ნორმალური მხედველობა                                         2.დაავადების დროს მხედველობა


ქალაზიონი (ბერძნ. χαλάζιον; ქსალაზიონ — „კაკლისებრი სიმკვრივე“) — ქუთუთოს კიდის და ქუთუთოს ხრტილის ქრონიკული (განსხვავებით ჯიბლიბოს მწვავე პროცესისგან) პროლიფერაციული ანთება, რომელიც ვითარდება მეიბომის ჯირკვლის გარშემო და მისივე კაფსულითაა დაფარული. დაავადება იწყება მეიბომის ჯირკვლის სანათურის მექანიკური დახშობისას, რის გამოც გამომუშავებული სეკრეტი გროვდება და თანდათან იწვევს გარშემო ქსოვილების ანთებას.


ინფექციური დაავადებები
ინფექცია (გვიანდ. ლათ. infectio - დასნებოვნება), პათოგენური პარაზიტის შეჭრა ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში და მისი დასნეულება. ორგანიზმში შეჭრისთანავე ინფექციის გამომწვევი იბუდებს გარკვეულ ორგანოებსა და ქსოვილებში. შეჭრილ პარაზიტსა და „მასპინძლის“ ორგანიზმს შორის მყარდება რთული ურთიერთზემოქმედება - ინფექციური პროცესი, რომელიც მოიცავს გამომწვევის არსებობის ახალ პირობებთა შეგუებას, გამრავლებას, პროცესის დისემინაციას, მეტასტაზების გაჩენას, დაავადებული ორგანიზმის ინტოქსიკაციას და სხვა. ინფექცია ვლინდება დაავადების მწვავე ან ქრონიკული ფორმით ანდა ინფექციის მატარებლობით. ინფექციის ფორმა დამოკიდებულია გამომწვევის თვისებებზე - ვირულენტობაზე, ეგზო- და ენდოტოქსინების გამომიშავების უნარზე, შეჭრილი გამომწვევების რაოდენობაზე და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ორგანიზმის მდგომარეობას, მის ამთვისებლობის უნარს ან ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილებას. ზოგიერთი გამომწვევის ორგანიზმში დაბუდება არ იწვევს პათოლოგიური პროცესის განვითარებას. ასეთ გამომწვევები პირობით პათოგენურს უწოდებენ. მათ დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ უსიმპტომოდ იარსებონ კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირზე, კუჭ-ნაწლავში და სხვაგან, ვიდრე ტრავმა, გაცივება ან სხვა ხელშემწყობი ფაქტორი არ შეუქმნის სათანადო პირობებს მაავადებელი თვისებების გამოსავლენად.
ასპერგილები ბუნებაში ფართოდ გავრცელებული საპროფიტებია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოყოფენ სპორებს. დაავადებას იწვევს ასპერგილების სპორების დიდი რაოდენობით შესუნთქვა, მაგალითად, ლპობით თივასთან, კომპოსტთან მუშაობისას.

ბრუცელოზიმალტის ცხელებაბანგის დაავადებაადამიანისა და ცხოველის ინფექციურ-ალერგიული დაავადება. მიმდინარეობს ხანგრძლივად (3 თვიდან 2 წლამდე და მეტხანს), უმთავრესად აზიანებს ნერვულ სისტემას, ძვლებს, სახსრებს. ბრუცელოზის გამომწვევი მიკროორგანიზმები — ბრუცელები სამი სახისაა: ცხვრის (Brucella melitensis), ხარისა (Brucella abortus) და ღორისა (Brucella suis).



გრიპი (ინგლ. Influenza, ბერძნ. Γρίππη) - სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი Orthomyxoviridae ოჯახიდან. პერიოდულად ვრცელდება როგორც ენდემია და პანდემია.
არსებობს გრიპისვირუსის 3 ტიპი: A, B და C. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.
A ტიპის გრიპი იყოფა სხვადასხვა ქვეტიპებად, რომლებიც ასნებოვნებენ როგორც ადამიანს, ასევე სხვადასხვა ხერხემლიან ცხოველებს: ფრინველებს, ღორებს, ცხენებს ვეშაპებს, სელაპებს და სხვა. დროდადრო გრიპის ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ადგილი აქვს სახეობის შიგნით ინფექციის აფეთქებას, პანდემიის განვითარებას და ლეტალობას. მუტანტი შტამების წარმოქმნისას, გრიპის ვირუსი იძენს სხვა სახეობის ორგანიზმებში გავრცელების უნარს. უკნასკნელ დეკადაში ამის მაგალითი იყო ფრინველის გრიპის და ღორის გრიპის ეპიდემიური გავრცელება ადამიანებში.

A ტიპის გრიპის ვირუსების ზედაპირზე ორი სპეციფიური პროტეინი არსებობს: ჰემაგლუტინინი (H) და ნეირამინიდაზა (N). "H" და "N" პროტეინულის შემადგენლობა განსაზღვრავს ვირუსის შტამის კლასიფიკაციას: მაგ. 2006 წლის ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამომწვევი იყო H5N1, ხოლო 2009 წლის ღორის გრიპის ეპიდემიისა - H1N1.

კეთრი (Lepra) — ადამიანის ქრონიკული, გენერალიზებული ინფექცია. უმთავრესად აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას. კეთრი კაცობრიობისათვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი ინფექციაა. მასზე ცნობები მოცემულია ჯერ კიდევ 3000 წლის წინანდელ ჩინურ ტრაქტატებში. ქვეყნების უმრავლესობაში კეთრით დაავადება სამოქალაქო სიკვდილს უდრიდა, რაც ნიშნავდა საზოგადოებიდან მოკვეთას. ავადმყოფს ან კლავდნენ ან აძევებდნენ უდაბურ, დაუსახლებელ ადგილებში.

ნეკრობაქტერიოზინეკრობაცილიოზი — შინაური და გარეული ცხოველების ინფექციური დაავადება. უფრო მეტად ცხვარი და ირემი ზიანდება. ზოგჯერ ფარაში ყველა ბატკანი დაავადებულია. აღინიშნება როგორც საძოვრული, ისე ბაგური შენახვის დროს. იწვევს ნეკროზის ჩხირი (Bact. necrophorum), რომელიც იჭრება დაზიანებულ ქსოვილში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, აგრეთვე ჭრილობის გზით, სწრაფად მრავლდება და გამოყოფილი ტოქსინით იწვევს უჯრედისა და ქსოვილის ნეკროზს. დაავადება მიმდინარეობს ქვემწვავედ ან ქრონიკულად. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღე გრძელდება. ზიანდება კანი და ლორწოვანი გარსი, განსაკუთრებით ჩლიქები. აღინიშნება შესივება, ტკივილი, კოჭლობა, ტემპერატურა 40°C აღწევს. ინტოქსიკაციის შედეგად ცხოველი სუსტდება და კვდება. დიაგნოზს ადგენენ დაზიანებული კერიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით.

სეფსისი (ბერძნ. grcσῆψις — დაჩირქება) — ადამიანისა და ცხოველების მძიმე ინფექციური დაავადება. სეფსისი ნებისმიერი ინფექციის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ორგანიზმის მძიმე მდგომარეობის ან მიკრობების მაღალი ვირულენტობის, აგრეთვე ორგანიზმში მათი დიდი რაოდენობით ან არაბუნებრივი გზით შეჭრის შედეგად ორგანიზმის დაცვითი უნარი იმდენად დაქვეითებულია, რომ ანთებითი კერები, სადაც ჩვეულებრივ მიკრობების დათრგუნვა ხდება, გადაიქცევა მათი გამრავლებისა და უწყვეტი განმეორებითი გენერალიზაციის წყაროდ.
პნევმონია (ფილტვების ანთება) — ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთება, რომელიც უწვრილეს ბრონქებსალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს.
პნევმონიების დაყოფა ფილტვის ანატომიური სტრუქტურების დაზიანების მიხედვით ხდება. ფილტვი, თავის მხრივ, შედგება წილებისაგან, წილი-სეგმენტებისგან, სეგმენტი კი წილაკებისაგან. მარჯვენა ფილტვი სამი ნაწილისაგან შედგება, მარცხენა კი ორისგან. დაზიანება შეიძლება განვითარდეს მთელ წილში - ეს წილოვანი, ანუ კრუპოზული, პნევმონიაა; წილის სეგმენტში — სეგმენტური პნევმონია, წილაკში კი კეროვანი, ანუ ბრონქოპნევმონია.

მალარია (იტალ. malaria < mala aria — ცუდი ჰაერი; წინათ ფიქრობდნენ, რომ დაავადებას იწვევს ცუდი ჰაერი) — მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები.[1] მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკისაზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში




ტეტანუსი (ლათ. tetanus << ბერძნ.) — მედიცინაში მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი, რასაც მოყვება ამავე სახელწოდების ფიზიოლოგიური მოვლენა - საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება. კუნთების ხანგრძლივი შეკუმშვა მიმდინარეობს, მცირე ინტერვალებით გამოყოფილ, გაღიზიანებათა ზეგავლენით.

ქოლერა (ბერძნ. cholera) — ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება; ახასიათებს ძლიერი ფაღარათი და პირღებინება. იწვევს ქოლერის ვიბრონი. ვიბრონი მრავლდება ტუტე არეში, პროდუქტებზე ძლებს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. 100 C ტემპერატურაზე მაშინვე იღუპება.



ღვიძლის აბსცესი - ამებური დიზინტერიისზოგადი ჩირქოვანი ინფექციისპიელონეფრიტისჩირქოვანი ქოლანგიტის გართულების შედეგად ვითარდება. განასხვავებენ მის სამ ძირითად სახეობას:
  • ამებური;
  • ბაცილური;
  • ჩირქოვანი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე ტრავმები, დაავადებები და ინტოქსიკაცია ღვიძლის აბსცესის რისკ-ფაქტორებია.

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი — მდგომარეობა რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ.Acquired Immune Deficiency SyndromeAIDS) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია.
შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

ცოფი ან ჰიდროფობია[1] (ლათ. rabies — სიგიჟე) ტეტანუსთან ერთად მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.
სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხავებით ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფექტურია და ავადობის შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად.
ცოფით დაავადებული პაციენტი

წითელა (ლათ. Morbilli) , მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.


კანის დაავადებები
აკნე ანუ ფერიმჭამელა — თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია. მისი მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რომელსაც ჰორმონული დარღვევები (გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეცია), სებორეაშაქრიანი დიაბეტი, ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა უწყობს ხელს.
აკნეს განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს ინფექციური დაავადებებიავიტამინოზიკანის არასაკმარისი ჰიგიენა. აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ჩნდება კომედონი.

ვიტილიგო — კანის დაავადებადერმატოზი, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. კანზე წარმოიქმნება დეპიგმენტური ლაქები.


იქთიოზი (<ბერძნ. ichthys - თევზი), ქსეროდერმიკანის ქრონიკული დაავადება; კანის დიფუზიური სიმეტრიული ანომალია, რომლის დროსაც კანის რქოვანი შრე სქელდება. მის ზედაპირზე გროვდება თევზის ქერცლის გარქოვანებული ფირფიტები. ამ დროს კანი მშრალი, ოფლი და ცხიმი ნაკლებად გამოიყოფა. იქთიოზი არ არის გადამდები, შემთხვევათა 50%-ში იგი ოჯახობრივი, 25%-ში კი მემკვიდრეითი დაავადებაა. იქთიოზი დაბადებიდან მე-2-მე-3 წელს, ძლიერდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და მთელი სიცოცხლის ნმანძილზე რჩება. დაზიანებულია მთელი კანი იღლიიის ფოსოების, სახსრებისა და საზარდულის კანის ნაოჭების გარდა.
მკურნალობა: ცხელი, მარილიანი ან სოდიანი აბაზანა, კანის დამარბილებელი მალამო; დასალევად - თევზის ქონი, ვიტამინები (კერძოდ, A ვიტამინი). ზაფხულში - ზღვაში ბანაობა.


მუნი — კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს


პრეტიბიალური მიქსედემა (მიქსოედემა (UK), ასევე ცნობილია როგორც, გრეივსის დერმოპათიათიროიდული დერმატოპათია,[1] ჯადასონ-დოზეკერის დაავადება ან მიქსოედემა tuberosum) არის ინფილტრაციული დერმოპათია, გრეივსის დაავადების[2] იშვიათი გართულება. სიხშირე გრეივსის დაავადებიან პაციენტებში 1-5 %.

სტრია — კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზი. ის დანაწიბურებულ ქსოვილს წარმოადგენს.

ტილიანობა — კანის პარაზიტული დაავადება. ტილიანობას იწვევს კანის პარაზიტი, რომელიც ადამიანის სისხლით იკვებება და მთელ ცხოვრებას ადამიანის სხეულზე ატარებს. ინფექციის წყარო ადამიანია. არსებობს სამი სახის ტილი: თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის.
პარაზიტი


კიბოს ტიპები

ადამანტინომა — იშვიათი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უმეტესად ქვედა ყბაზე ვითარდება. მას ეპითელური სიმსივნეების რიგში აერთიანებენ. მისი პარენქიმა კბილის მინანქარს ჰგავს. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება (ბერძნ. adamantinum - კბილის მინანქარი). ბოლო დროს, ზოგიერთი მას მეზენქიმურ ანგიობლასტომად ანუ სისხლძარღვოვანი წარმოშობის სიმსივნედ განიხილავს, თუმცა კვლევები ამას არ ადასტურებს.


მკერდის კიბო — სარძევე ჯირკვლების კიბო.

მსოფლიო მასშტაბით, მკერდის კიბო მეხუთე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევი კიბოს ტიპების მიხედვით (ფილტვების კიბოსკუჭ-ნაწლავის კიბოსღვიძლის კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს შემდეგ). 2005 წელს, მკერდის კიბოთი მთელ მსოფლიოში 502 000 ადამიანი დაიღუპა, რაც კიბოთი სიკვდილის 7% და ყველა სხვა მიზეზით სიკვდილის 1%-ია. ქალებს შორის, მკერდის კიბო კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა.


სიმსივნე — ბლასტომა, ახალწარმონაქმნი, ქსოვილების არანორმალურად ჭარბი ზრდა.

ნევროლოგიური დარღვევები

აუტიზმი — ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. წარმოადგენს ავადმყოფურ კონცენტრაციას თავის თავზე. ავადმყოფი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა


ასპერგერის სინდრომი — განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი,კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.

რეტის სინდრომი — ნეიროგანვითარების დარღვევა. იგი ხასიათდება ატაქსიით, ეპილეფსული გულყრებით, მეტყველებისა და ქცევის შეუქცევადი, მძიმე დარღვევებით. ეს სინდრომი პირველად აღწერა ავსტრიელმა მეცნიერმა ანდრეას რეტმა 1966 წელს.
რეტის სინდრომი იშვიათი პათოლოგიაა, მისი გავრცელების მაჩვენებელია 1:10-12000-ზე. ამ სინდრომსი მქონე ყველა ცოცხლადშობილი პაციენტი მდედრობითი სქესისაა, ხოლო რეტის სინდრომის მქონე მამრობითი სქესის ბავშვების ყველა შემთხვევაში მკვდრადშობადობაა დაფიქსირებული

ნერვული სისტემის დაავადებები
აკვიატება, ანუ ობსესია (ლათ. obsessio) ან აკვიატებული იდეა — ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი. მაგალითად, იგი ახასიათებს ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას (ოკა). ამ დროს ადამიანი შეპყრობილია ამა თუ იმ იდეით, რომლის უგულებელყოფასაც იგი ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა რომ ეს იდეა ან აზრი შეიძლება უადგილო იყოს და ხშირი.
არსებობს სხვადასხვა კატეგორიის აკვიატებები: სისუფთავის, სიმეტრიის, და ასე შემდეგ.
აკვიატების მიერ ჩამოყალიბებული შფოთის და ნერვიულობის გასანეიტრალებლად ადამიანი იყენებს მოქმედებებს, რომლებიც ასევე აკვიატებული ხდება და მათ კომპულსია ეწოდებათ (ლათ. Compulsio). ეს მოქმედებები შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყვნენ აკვიატებულ იდეასთან და ამიტომ ზედაპირზე დამკვირვებელს შეიძლება გაუჭირდეს ამ კავშირის დამყარება. მაგრამ, უფრო ღრმა დაკვირვების შედეგად ასეთი კავშირი ყოველთვის არსებობს.
მკურნალობა ამ სახის დაავადებების ხდება მედიკამენტური და ფსიქოტერაპევტული მკურნალობის კომბინაციით. ხშირად გამოიყენება ეგრეთ წოდებული ანტიდეპრესანტული საშუალებები, მაგრამ უფრო მაღალ დოზებში ვიდრე ეს დეპრესის მკურნალობისას ხდება. მკურნალობის შედეგებს 8-კვირა და მეტი შეიძლება დასჭირდეს და უნდა ჩატარდეს ექსპერტი ფსიქიატრის მიერ

ნევრასთენია — ნევროზული ჯგუფის ფსიქიკური აშლილობა. როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ის 1869 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა გეორგ ბირდმა აღწერა.ნევრასთენიის ერთ-ერთი ტიპიური დამახასიათებელი ნიშანია გაღიზიანებადობაა. ნევრასთენიით დაავადებულებს მომატებული აქვთ მგრძნობელობა, ამიტომ მათ აღიზიანებთ ხმამაღალი საუბარი, ქუჩის ხმაური, ტელევიზორის ხმა, მუსიკა და ა.შ. ავადმყოფი ადვილად გამოდის წონასწორობიდან, ფეთქებადია, უჭირს ემოციების მოთოკვა, მათი ნებითი კონტროლი, ხშირად ყვირის ან ტირის. მისი ასეთი რეაქცია სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ასთენიით, ფიზიკური და სულიერი გამოფიტვით


ოჯახური პერიოდული დამბლა – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დუნე დამბლის უეცრად განვითარებული გარდამავალი შეტევებით.
დაავადების პირველი ნიშნები, კუნთოვანი სისუსტე, ვლინდება ბავშვობაში. შეტევა უფრო ხშირად იწყება დილის საათებშიკუნთების დამბლა სიმეტრიულად მოიცავს კიდურებს და მაქსიმუმს აღწევს შეტევის დაწყებიდან ერთ საათში. ზოგჯერ ვრცელდება მხოლოდ ქვედა კიდურებზე. დამბლა დუნეა, მიმდინარეობს:
დამბლა გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. შეტევებს შორის პერიოდში ავადმყოფები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. თუმცა, პროცესში რესპირატორული მუსკულატურის ჩართვამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი.






Комментариев нет:

Отправить комментарий